გორში 6 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

გორში 6 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, 6 თვის ჩვილი გარდაიცვალა. გოგონა გარდაცვლილი მშობლებმა საწოლში ნახეს. ბავშვის ახლობლების თქმით, ჩვილი ჯანმრთელი იყო. გარდაცვალების მიზეზს კი ვერ ასახელებენ.

"კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემოიყვანა 6 თვის ჩვილი, თუმცა გოგონა გარდაცვლილი იყო. სასწრაფო დახმარების ექიმების თქმით, გამოძახებაზე მისვლისას ბავშვილი დაღუპული დახვდათ. გადმოცემით ვიცით, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნამდე რთულია მიზეზებზე საუბარი. ჩვენი კლინიკის პაციენტი არ ყოფილა და დამატებითი ინფორმაციაც არ გაგვაჩნია გოგონას მდგომარეობაზე გარდაცვალებამდე", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დედათა და ბავშვთა რეგიონული ცენტრის, "იავნანას" ექიმმა-პედიატრმა მარინა ღარიბაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

პირველი იანვრიდან დღემდე შიდა ქართლის ტერიტორიაზე 1-წლამდე ასაკის ჩვილის გარდაცვალების ეს მეხუთე შემთხვევაა. ყველა ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"