მო­პედს, რო­მელ­საც არას­რულ­წლო­ვა­ნი მარ­თავ­და, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და­ე­ჯა­ხა - კვირის პალიტრა

მო­პედს, რო­მელ­საც არას­რულ­წლო­ვა­ნი მარ­თავ­და, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და­ე­ჯა­ხა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოპედს დაეჯახა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა. იგი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

როგორც შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ambebi.ge