როგორ დააკავა სერჟანტმა ზანდუკელაშვილმა მთვრალი "ვახტანგ გორგასალი"?
როგორ დააკავა სერჟანტმა ზანდუკელაშვილმა მთვრალი "ვახტანგ გორგასალი"?
ფოტო:ქართლოს კასრაძე - ცნობილი ქართველი კომიკოსი
მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი სოციალურ ქსელში საბჭოთა მილიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მოყოლილ სახალისო და საინტერესო ამბავს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თბილისური ამბავი

საბჭოთა დროში მეტისმეტად გადამთვრალ პიროვნებებს აკავებდნენ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით. ზოგი მილიციელი უფროსისათვის თავი რომ მოეწონებინა, აჭარბებდა კიდეც თავის უფლებამოსილებას და ოდნავ ნასვამსაც კი განყოფილებაში მოაბრძანებდა. ამ მხრივ რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანო ზანდუკელაშვილი. ვანო თუ მორიგე იყო ყოველთვის რაღაც კურიოზი ხდებოდა. სამსახურში მისული ერთხელ ვეკითხები:

- წუხელ წესრიგის დამრღვევი
ბევრი გყავდა?
- აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, - მითხრა და მაგიდაზე "პროტოკოლები" დამიდო რომელიც მაშინ დაკითხვის ფორმით დგებოდა.

ვანო გაუშვი და კითხვას შეუდექი. ორი წავიკითხე და მესამეზე გადავედი თუ არა სახტად დავრჩი... "პროტოკოლში" ეწერა:

"გვარი და სახელი - ვახტანგ გორგასალი.

დაკავების ადგილი - ჭრელი
აბანოს მიდამოები.

დაკავების მიზეზი - მთვრალ მდგომარეობაში მიდიოდა ხოხობზე სანადიროდ".

ანუ ვანომ ჭრელ აბანოებთან ხოხობზე მონადირე მთვრალი "ვახტანგ გორგასალი" დააკავა.
ვანო კაბინეტში გამოვიძახე და ვუთხარი, - ერთი ეგ ვახტანგ გორგასალი შემომიყვანე - მეთქი.
ცოტა ხანში ვანომ ახალგამოღვიძებული "ვახტან გორგასალი" მომიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩდა."


ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

ზურა
09 ივნისი 2020 13:37
უნიჭიერესი, ამასთან ერთად პატრიოტი და კეთილშობილი ქალაქელი კაცი, ნეტა როგორ შეაფასებდა ერთსქესიანთა შეუღლების დაკანონების მეტად აქტუალურ თემას.
გურამი
13 მაისი 2019 09:14
გაანათლოს ღმერთმა ქართლოსი ძალიან საყვარელი კაცი იყო.ეხლაც თუ ოჯახში სუპი გვაქს სულ ტომატს ვთხოვილობ,ხომ იცით უტომატო სუპი არ არის გემრიელი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები