"სა­გან­გა­შო და ყოვ­ლად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი სი­ახ­ლე ტაო-კლარ­ჯე­თი­დან!" - რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"სა­გან­გა­შო და ყოვ­ლად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი სი­ახ­ლე ტაო-კლარ­ჯე­თი­დან!" - რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

ისტორიკოსი ბუბა კუდავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ქართულ ტაძარში საზოგადოებრივ ტუალეტს აკეთებენ, რისთვისაც ადგილზე უკვე მიტანილია შესაბამისი მასალა. ისტორიკოსი ამის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს:

"საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან!

X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება! ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული (ზედ ქვები აყრია). ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: რას ამბობს თურქეთში საქართველოს ელჩი ტაო-კლარჯეთში, დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობაზე