"როდესაც მალკოვიჩმა გაიგო, რომ საქართველოდან ვარ, მითხრა, საოცარი ქვეყნიდან ხარ, ლამაზი ტრადიციები გაქვთო" - "რომის პაპის" ქართველი მცველი
"როდესაც მალკოვიჩმა გაიგო, რომ საქართველოდან ვარ, მითხრა, საოცარი ქვეყნიდან ხარ, ლამაზი ტრადიციები გაქვთო" - "რომის პაპის" ქართველი მცველი
"ბავშვებთან საუკეთესო ურთიერთობა მაქვს. ამას წინათ გასახდელში მესმოდა, სხვა გუნდელებს ეუბნებოდნენ, ჩვენს ქართველ მწვრთნელს რამხელა წარმატება აქვსო"

ოსკაროსანი რეჟისორის პაოლო სორე­ნტინოს ცნობილი სერიალი­ "ახალგაზ­რდა პაპი" ძალიან პოპულარულია მსოფ­ლიოში. მაყურ­ებელთა დიდმა­ ნაწილმა არ იცის, რომ ფილმში პაპის დაცვის­ უფროსს ჩვენი­ თანამემამულე ზურა მჭედლიძე ასახიერებს, მას საერთო სცენებში­ იღებენ მსოფლიო ვარსკვლავებთან, ჯუდ ლოუსა და ჯონ მალკოვიჩთან ერთად. რამდენიმე წელია,­ რაც ზურა იტალიაში საფეხბურთო კლუბ "რომის" აკადემიაში ბავშვთა გუნდ "ლა სალის" ფეხბურთელებს ზრდის.
მისი კინოთავგადასავალიც ფეხბურთიდან იღებს­ სათავეს. ზურა მჭედლიძეს­ რომში დავუკავშირდით.

- სტადიონზე ვარჯიშის ჩასატარებ­ლად ვემზადებოდი, ფოტოკამერიანი ახალგაზრდები რომ მომიახლოვდნენ, თუ შეიძ­ლება გადაგიღებთო. თურმე პაოლო სორ­ენტინოს ჩაუვლია სტადიონთან, ჩემი ტიპ­აჟით დაინტერესებულა და ფოტოგრაფები­ გამოუგზავნია. მალევე დამიბარეს ქასთინგზე. ეს იყო 3 წლის წინ.

მაშინ სორენტინო სილვიო ბერლუ­სკონის ცხოვრებაზე
იღებდა­ ფილმს "ისინი", სადაც ეპიზოდური როლი - რეჟისორის ასისტენტი ვითამაშე.­ მას შემდეგ გავიდა დრო და სორე­ნტინომ ქასთინგზე დამიბარა - ჩამაცვეს კოსტიუმი და ამიხსნეს, რა როგორ შემესრულებინა. მოკლედ, პაპის დაცვის უფროსის როლის შემსრულებელი გავხდი. რამდენიმე სცენაში მიღებენ, როგორც ჯუდ ლოუსთან, ასევე ჯონ მალკოვიჩთან.

ზურა მჭედლიძე ბავშვებთან ერთად

ჯონ მალკოვიჩთან ერთ სცენაში ყურსასმენში­ ვიღებ ინფორმაციას, რომ პაპს საფრთხე ემუქრება - მან ხელში ბავშვი უნდა აიყ­ვანოს და ამ დროს ბრძანებას გავცემ, ყველა­ მზადყოფნაში იყავით, საფრთხეა მოსალოდნელი-მეთქი. ეს სცენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სულ კამათობდნენ, როგორ დაედგათ. რაღაც მომენტში სორენტ­ინო მიყურებდა, ვიფიქრე, ეტყობა, რაღაც­ შემეშალა და კადრი გავაფუჭე-მეთქი. ამ დროს მომიახლოვდა თითებშორის სიგარა­გაჩრილი და მეუბნება, კომპლიმენტი უნდა გითხრა, ძალიან კარგად ითამაშეო. ამხელა რეჟისორისგან ასეთი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს, იშვიათად აქებს მსახიობს. როდესაც მალკოვიჩმა გაიგო, რომ საქართველოდან ვარ, მითხრა, საოცარი ქვეყნიდან ხარ, საქართველოში კარგი ხალხი ცხოვრობს, ლამაზი ტრადიციები გაქვთო. ჯუდ ლოუ ძალიან მხიარული და კომუნიკაბელურია. როგორც კი კამერა გამოირთვებოდა, ყველასთან ასწრებდა გასაუბრებას, გვაცინებდა და სორენტინო ყვიროდა, სიწყნარეო.

- რომში როდის ჩახვედით?
- 2013 წელს... 8 წლის რომ ვიყავი, სკოლაში გაკვეთილზე ტრენერი შემოვიდა­, აბა, ვის უნდა ფეხბურთზე სიარულიო. რატომღაც ხელი ავწიე. პირველ ვარჯიშზე რომ მივედი, ბავშვები ამბობდნენ, დღეს მაგარი თამაშიაო. ვარჯიშიდან დაბრუნე­ბულმა ტელევიზორი ჩავრთე და ვნახე, როგორ თამაშობდა იტალიის ნაკრები. იმ დღიდან მოვიწამლე იტალიური ფეხბურთით. მომეცა თუ არა აქეთ წამოსვლის საშუალება, წამოვედი. მაშინ 31 წლის ვიყავი.

თბილისში 18 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვიყავი­ გამოძახებული, მაგრამ ფეხი მოვიტ­ეხე და... ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთა­ვრების მერე შევქმენი საფეხბურთო კლუბი... იტალიაში ჩასულმა ნელ-ნელა დავ­იწყე­ თამაში და მოვხვდი მოყვარულთა­ ჩემპიონატში­, მალე ჩემპიონიც გავხდი, პლუს საუკეთესო­ მეკარედაც დამასახელეს. ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი მწვრთნელი აღმოჩნდა და შემომთავაზა პრაქტიკა გამევლო. სტადიონზე­ პირველად პატარა მეკარეებთან მივედი. ჩვენ ვარჯიშს კლუბის­ ხელმძღვანელმა ენცო პანიკომ მიაქცია ყურადღება, მოეწონა ჩემი მიდგომა, ვარჯიშის სტილი და შემომთავაზა, ჩვენი ბავშვების მწვრთნელად დარჩიო. მათთან საუკეთესო ურთიერთობა მაქვს. ამას წინათ გასახდელში მესმოდა, სხვა გუნდელებს ეუბნებოდნენ, ჩვენს ქართველ მწვრთნელ ზურას რამხელა წარმატება აქვსო.

- რა გეგმები გაქვთ?
- მაქვს საუბარი "რომისა" და "ლაც­იოს" აკადემიებთან, მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ...

მკითხველის კომენტარი (2)
ნარგო
29 მაისი 2019 02:45
ემპოლსი რომ გვეამაყებოდი ქუთაისელი ძმები თამაშობდნენ ის ხარტ?
999
28 მაისი 2019 16:59
აპა დედაზე ხო არ შეგაგინებდა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?