პანკისში, ხადორის ხეობასთან მეწყერი ჩამოწვა - კვირის პალიტრა

პანკისში, ხადორის ხეობასთან მეწყერი ჩამოწვა

პანკისში, ხადორის ხეობასთან მეწყერი ჩამოწვა. მთიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ, საავტომობილო მონაკვეთი ჩახერგა. ასევე, დაზიანებულია „ხადორი" ჰესთან და სოფელ ხადორთან მისასვლელი გზა, სადაც ჰესის თანამშრომლები და ოთხი ოჯახი ცხოვრობს.

ამასთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მდინარე ალაზნის წყლის დონემ დაიკლო და გზის გაწმენდას უახლოეს საათებში დაიწყებენ.

"ხადორის ხეობისკენ მიმავალ სამანქანე გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი, თუმცა საფეხმავლო გზით მოსახლეობა გადაადგილდება.ღამით ნალექი აღარ ყოფილა და მდინარე ალაზანის დონემ დაიწია.ტექნიკა ადგილზე უკვე მობილიზებულია და დავიწყებთ გზის გაწმენდას".განაცხადა ახმეტის მერმა,იოსებ ქარუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"