თბილისში 4 წლის ბიჭი "ადამიანი ობობას" ფორმით მე-8 სართულიდან გადახტა - კვირის პალიტრა

თბილისში 4 წლის ბიჭი "ადამიანი ობობას" ფორმით მე-8 სართულიდან გადახტა

4 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც "ადამიანი ობობას" ფორმით მე-8 სართულიდან გადახტა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

ექიმის თქმით, 4 წლის ბავშვს იაშვილის კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

4 წლის ბავშვი კლინიკაში 8 მაისს მრავლობითი დაზიანებებით გლდანიდან შეიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"