კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებული პირი მაღალი სართულიდან სამუშაოს წარმოებისას ჩამოვარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

"ინტერპრესნიუსი"