"რო­მელ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­შია ასე? თქვე­ნი აზ­რით რუ­სე­ბი იქ არ მოგ­ზა­უ­რო­ბენ?" - რუსული არხის რეპორტაჟი საქართველოზე, რომელსაც მწვავე რეაქცია მოყვა
"რო­მელ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­შია ასე? თქვე­ნი აზ­რით რუ­სე­ბი იქ არ მოგ­ზა­უ­რო­ბენ?" - რუსული არხის რეპორტაჟი საქართველოზე, რომელსაც მწვავე რეაქცია მოყვა
რუ­სუ­ლი ენა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 10 წლის წინ თით­ქმის მოკ­ვდა, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კამ ის კვლავ გა­ა­ცო­ცხლა - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რო­სია 1"-ის ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ჟურ­ნა­ლის­ტი მაქ­სიმ კი­სი­ლო­ვი ორი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ, კულ­ტუ­რულ და რე­ლი­გი­ურ კავ­ში­რებს უს­ვამს ხაზს. ის ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა რუ­სულ ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რუსი ინ­ვეს­ტო­რე­ბი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად მეტ ფულს ხარ­ჯა­ვენ, ვიდ­რე თურ­ქე­ბი, ანდა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მი­დან ორი ტუ­რის­ტი რუ­სუ­ლად სა­უბ­რობს,
მე­ნი­უ­ე­ბი კი თით­ქმის ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში რუ­სულ ენა­ზეა.

კი­სი­ლი­ო­ვის ნათ­ქვამს ადას­ტუ­რებს თბი­ლის­ში ერთ-ერთი სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლიც - მა­რია სა­პონ­ჯი­ა­ნი ამ­ბობს, რომ 3 წლის წინ, რო­დე­საც სას­ტუმ­როს აშე­ნებ­დნენ, რუ­სუ­ლი ენა არ იყო ასე­თი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ახლა კი ბევ­რად მეტი სა­უბ­რობს და მათ­თვის, ვინც რუ­სუ­ლი ენა იცის, სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა უფრო
ად­ვი­ლია.

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­ბო­ე­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი თე­ატ­რი კვლავ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ახა­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბა.

"მსურს, მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჩვენს სპექ­ტაკ­ლებს ეს­წრე­ბა, ეზი­ა­როს რუ­სულ კულ­ტუ­რას," - ამ­ბობს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ავ­თან­დილ ვარ­სი­მაშ­ვი­ლი. გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?