"რო­მელ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­შია ასე? თქვე­ნი აზ­რით რუ­სე­ბი იქ არ მოგ­ზა­უ­რო­ბენ?" - რუსული არხის რეპორტაჟი საქართველოზე, რომელსაც მწვავე რეაქცია მოყვა - კვირის პალიტრა

"რო­მელ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­შია ასე? თქვე­ნი აზ­რით რუ­სე­ბი იქ არ მოგ­ზა­უ­რო­ბენ?" - რუსული არხის რეპორტაჟი საქართველოზე, რომელსაც მწვავე რეაქცია მოყვა

რუსული ენა საქართველოსთვის 10 წლის წინ თითქმის მოკვდა, თუმცა ეკონომიკამ ის კვლავ გააცოცხლა - ამის შესახებ ტელეკომპანია "როსია 1"-ის ეთერში გასულ სიუჟეტშია აღნიშნული.

ჟურნალისტი მაქსიმ კისილოვი ორი ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს უსვამს ხაზს. ის ამბობს, რომ საქართველოში სულ უფრო იზრდება რუსულ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა, რუსი ინვესტორები კი საქართველოში ქონების შესაძენად მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე თურქები, ანდა - გაერთიანებული საემიროების მოქალაქეები.

მისივე თქმით, საქართველოში სამიდან ორი ტურისტი რუსულად საუბრობს, მენიუები კი თითქმის ყველა რესტორანში რუსულ ენაზეა.

კისილიოვის ნათქვამს ადასტურებს თბილისში ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელიც - მარია საპონჯიანი ამბობს, რომ 3 წლის წინ, როდესაც სასტუმროს აშენებდნენ, რუსული ენა არ იყო ასეთი გავრცელებული, ახლა კი ბევრად მეტი საუბრობს და მათთვის, ვინც რუსული ენა იცის, სამსახურის შოვნა უფრო ადვილია.

რუსი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოში გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი კვლავ ფუნქციონირებს და ახალი სპექტაკლებისთვისაც ემზადება.

"მსურს, მაყურებელი, რომელიც ჩვენს სპექტაკლებს ესწრება, ეზიაროს რუსულ კულტურას," - ამბობს ტელეკომპანიასთან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი. გაგრძელება