როგორ აფასებს ოთო ნემსაძის გამოსვლას "ევროვიზიაზე" სოფო ნიჟარაძე
როგორ აფასებს  ოთო ნემსაძის გამოსვლას "ევროვიზიაზე" სოფო ნიჟარაძე
ისრაელში მიმდინარე "ევროვიზიის" კონკურსზე, რომელიც გუშინ დაიწყო საქართველოს წარმომადგენელი მომღერალი ოთო ნემსაძე ფინალში ვერ გადავიდა. მან სიმღერა "სულ წინ იარე შეასრულა".

ნემსაძის  საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე გამოსვლას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მის ნამღერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელმაც "ევროვიზიაზე" მონაწილეობა 2010 წელს  მიიღო და კონკურსის ფინალში მეცხრე ადგილზე გავიდა. ჯერჯერობით მასზე უკეთესი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქართველ კონკურსანტს არ მოუპოვებია.

სოფო ნიჟარაძე ნიკა გვარამიას კრიტიკული პოსტის ქვეშ გამოექომაგა ოთო
ნემსაძეს:

"სიმღერა შეიძლება არ მოგწონდეს, არც კონცეფცია, თავის დადგმიანად, ან მოგწონდეს, მაგრამ ოთო ძლიერი მომღერალია და ის, რომ კარგად შეასრულა და ემოცია დადო, ეს უნდა ითქვას. მერე რა, რომ ფინალში ვერ მოხვდა? ევროვიზიის ისტორიაში ბევრი ძლიერი მომღერალი მახსოვს, ასევე საკმაოდ კარგი სიმღერებითაც და ვერ გასულან
ფინალში, ან პირიქით, თუნდაც დღეს, ყველა სიმღერა, რომელიც გავიდა, იმსახურებდა ათეულს? ჩემი აზრით, არა", - წერ ნიჟარაძე.

...
17 მაისი 2019 08:59
ინგას ვეთანხმები სრულიად,გაუმარჯოს ქართულს და პატრიოტულ სულისკვეთებას.გავზარდოთ შვილები სამშობლოს სიყვარულით. მიყვარს საქართველო.!!!!!!!
ჯოღო
16 მაისი 2019 20:34
ვავსარაიდა, ვორადა ვორადააააა,უშბაყვარა ააა ააა. მაგას უნდა ემღერა კარკუჭში ჩამეიყვანეს ქალი ლამაზი....ასიანი მოიგებდა
ქართველი
16 მაისი 2019 18:43
ოთო მაგარია, სიმღერა მხოლოდ ქართველებისთვის არის გულის ამაჩუყებელი და გულის მოსაფხანი, დანარჩენი მსოფლიოსთვის კი არაფრის მთქმელი, გაუგებარი სრულიად. მათ საერთოდ არ ადარდებთ ჩვენი ტერიტორიები, პუბლიკა ევროვიზიაზე გასახალისებლად და საძიგძიგოდ მიდის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
20-05-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
20-05-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?