როგორ აფასებს ოთო ნემსაძის გამოსვლას "ევროვიზიაზე" სოფო ნიჟარაძე - კვირის პალიტრა

როგორ აფასებს ოთო ნემსაძის გამოსვლას "ევროვიზიაზე" სოფო ნიჟარაძე

ისრაელში მიმდინარე "ევროვიზიის" კონკურსზე, რომელიც გუშინ დაიწყო საქართველოს წარმომადგენელი მომღერალი ოთო ნემსაძე ფინალში ვერ გადავიდა. მან სიმღერა "სულ წინ იარე შეასრულა".

ნემსაძის  საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე გამოსვლას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მის ნამღერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელმაც "ევროვიზიაზე" მონაწილეობა 2010 წელს  მიიღო და კონკურსის ფინალში მეცხრე ადგილზე გავიდა. ჯერჯერობით მასზე უკეთესი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქართველ კონკურსანტს არ მოუპოვებია.

სოფო ნიჟარაძე ნიკა გვარამიას კრიტიკული პოსტის ქვეშ გამოექომაგა ოთო ნემსაძეს:

"სიმღერა შეიძლება არ მოგწონდეს, არც კონცეფცია, თავის დადგმიანად, ან მოგწონდეს, მაგრამ ოთო ძლიერი მომღერალია და ის, რომ კარგად შეასრულა და ემოცია დადო, ეს უნდა ითქვას. მერე რა, რომ ფინალში ვერ მოხვდა? ევროვიზიის ისტორიაში ბევრი ძლიერი მომღერალი მახსოვს, ასევე საკმაოდ კარგი სიმღერებითაც და ვერ გასულან ფინალში, ან პირიქით, თუნდაც დღეს, ყველა სიმღერა, რომელიც გავიდა, იმსახურებდა ათეულს? ჩემი აზრით, არა", - წერ ნიჟარაძე.

წყარო