"გაპარულები აფხაზეთის ე.წ. საზღვარს მივადექით... დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და პოლიციელს ვუთხარი, რომ ცოლი მომყავდა, - დროზე გაიქეცითო!.."
"გაპარულები აფხაზეთის ე.წ. საზღვარს მივადექით... დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და პოლიციელს ვუთხარი, რომ ცოლი მომყავდა, - დროზე გაიქეცითო!.."
ფოტო:ნიკა იზორია ცოლთან ერთად
წლების წინ მსახიობ ჯანო იზორიას "ნიკას ძმად" იცნობდნენ - ნიკოლოზ იზორია ძლიერი მოკრივე გახლდათ. საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, თუმცა დღესაც საყვარელ საქმეს აკეთებს: საქართველოს 16 წლამდე მოკრივეთა ნაკრების დამხმარე მწვრთნელი გახლავთ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"ერთ-ერთი ქართველი მოკრივე ვარ, ვინც საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე ორჯერ იასპარეზა. ასევე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი (უფროსებში) ვარ - ეს ტიტული 2004 წელს, ხორვატიაში მოვიპოვე. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს
ვერცხლის და ევროპის ბრინჯაოს მედალი მაქვს აღებული... ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება სპორტს შევალიე..."
ნიკა იზორია ძმასთან, ჯანო იზორიასთან ერთად
"პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებული, სახლში მივდიოდი, როცა ავტოავარიაში მოვყევი. ჩემი სპორტული კარიერა მაშინ დასრულდა - ფაქტობრივად, ვეღარაფერი გავაკეთე... სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ტრავმები მივიღე. კარიერაში 2-წლიანი პაუზა მქონდა. შემდეგ ნოსტალგია შემომაწვა, ვარჯიში დავიწყე. მეგონა,
ოპტიმალურ ფორმაში ჩავდექი, მაგრამ შეჯიბრებაზე პირველი გასვლისთანავე მივხვდი, რომ გამიჭირდებოდა..."

"ჯანო საკუთარი ხელით მაცმევდა წინდებს, სპორტულ ტანსაცმელს და ზღვის პირას მივყავდი. სხვათა შორის, ისიც მოკრივე იყო, მაგრამ ხელოვნების მიმართულებით უფრო გამოავლინა ნიჭი. ცუდი მოკრივე არ ყოფილა. საქართველოს ჩემპიონატზეც ასპარეზობდა, მაგრამ შეჯიბრებებზე ყოველთვის მესამეადგილოსანი იყო..."
ნიკა იზორია ოჯახთან ერთად
"მასწავლებელთან მიდიოდა, როცა გავიპარეთ. ენგურის ხიდთან, აფხაზეთის ე.წ. საზღვარს მივადექით. საგუშაგოზე გამოცდილი პოლიციელი შეგვხვდა - დამაბნეველი შეკითხვები დაგვისვა... მიცნო. თან, მაშინ ოლიმპიური თამაშები ახალი დასრულებული იყო, თითქმის ყველა მცნობდა - აზერბაიჯანელ მოკრივესთან დაუვიწყარი ბრძოლა მქონდა... შემდეგ, პოლიციელმა ნინოს შესახებაც მკითხა: - ეს გოგო ვინ არისო? - ჩემი დაა, ბებიასთან მივდივართ-მეთქი. საუბარი დასრულებული არ მქონდა, ნინოს რომ ჰკითხა: - რა გვარი ხარო? ნინომ უპასუხა: ჭოჭუაო (იცინის). - აბა, და-ძმა როგორ ხართო?.. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და ვუთხარი, რომ ცოლი მომყავდა. - დროზე გაიქეცითო!.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი

ვაჟა
16 მაისი 2019 13:05
კარგი კაცია ნიკა! წარმატებები!

რუბრიკის სხვა სიახლეები
20-05-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
20-05-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?