"ბოლო ზარის" დღეს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 8 მოსწავლიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება - კვირის პალიტრა

"ბოლო ზარის" დღეს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 8 მოსწავლიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოზარდებიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

"ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, მაგრამ დინამიკაში ორივეს მდგომარეობის გაუმჯობესება აქვს. დანარჩენი ქირურგიულ და ნეიროქირურგიულ განყოფილებში არიან. მათი მდგომარეობაც ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სულხან ორჟანიამ.

ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში შვიდი დაშავებულია მოთავსებული. ერთი - თბილისში გადაიყვანეს.

ავარია 16 მაისს ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მოხდა. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, რომელთაც ბოლო ზარი ჰქონდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"