"მითამაშია და ვიცი, ეს რა საშინელებაა!" - კვირის პალიტრა

"მითამაშია და ვიცი, ეს რა საშინელებაა!"

აზარტულ თამაშებში ყოველდღიურად უამრავი ადამიანია ჩართული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, რომელსაც ერთეულებისთვის სიმდიდრე და ფუფუნება მოაქვს, უმეტესობისთვის კი - შიმშილი და სიღატაკე. მარტო 2016 წელს, საქართველოში ამ ბიზნესის ბრუნვამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა - მისი მოგება ორჯერ მეტი იყო, ვიდრე კომერციული ბანკებისა... ცხადია, ეს თანხა ჩვენი მოსახლეობის ჯიბეს მოაკლდა.

ჟურნალი „გზა“ დავინტერესდა, რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები აზარტულ თამაშებზე, თვითონ თუ უთამაშიათ და თუ არიან აზარტულები. გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:

თეა დარჩია, მოცეკვავე:

- ძალიან ბევრ ოჯახს ვიცნობ, რომელიც აზარტულმა თამაშებმა დაღუპა. სხვათა შორის, მეც მითამაშია და საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ეს რა საშინელებაა. არაფერი კარგი ამას არ მოაქვს. რაღაც თანხა კი მომიგია, მაგრამ აზარტულ თამაშებს იმდენი დრო, ძალა და ენერგია მიაქვს, რომ ამის ფონზე მოგება საერთოდ არ ღირს. მიმაჩნია, რომ აზარტულობა კარგი თვისებაა: რაღაცის ინტერესი და აზარტი რომ არ მქონდეს, შეიძლება დილით არც ავდგე და არაფერი გავაკეთო. აზარტი შეიძლება გქონდეს სიკეთის კეთებისა, პროფესიული ზრდის, წარმატების მიღწევის და ა.შ... ჯანმრთელი აზარტი და ამბიცია სულ სხვა რამეა, თამაშის სიყვარული - სხვა. იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის დედა იქნებიო, სიცილით მოვკვდებოდი"