ჭიათურაში გაფიცულმა 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო - კვირის პალიტრა

ჭიათურაში გაფიცულმა 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო. ისინი მოთხოვნების დაუყოვნებლივ და დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

"დავიწყეთ უვადო შიმშილობა. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკამყოფილდება მოთხოვნები. მაინც უკიდირეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ და ვიშიმშილებთ, ვიდრე ხელფასები არ გაიზრდება"-განაცხადა არჩილ ჭუმბურიძემ.

მოშიმშილეები მერიის წინ რჩებიან. პარალელურად გრძელდება მაღაროელების გაფიცვა.

"ინტერპრესნიუსი"