"არავის ვუვარდებით სახლში, არავის ცემა არ გვინდა,უბრალოდ ვითხოვთ, დაანებონ ჩვენს შვილებს თავი"
"არავის ვუვარდებით სახლში, არავის ცემა არ გვინდა,უბრალოდ ვითხოვთ, დაანებონ ჩვენს შვილებს თავი"
არავის ვუვარდებით სახლში, არავის ცემა არ გვინდა, არავის დაზიანება არ გვინდა, უბრალოდ ვითხოვთ, დაანებონ ჩვენს შვილებს თავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა განუცხადა.

დავითაშვილის განცხადებით, სწორედ ამ პრინციპების განმტკიცების მიზნით, სურს მას საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და აღნიშნავს, რომ დროა, საკითხზე პოლიტიკური ბრძოლა დაიწყოს.

"ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან მარტივი, არავის ვუვარდებით სახლში, არავის ცემა არ გვინდა, არავის დაზიანება არ გვინდა,
უბრალოდ ვითხოვთ, დაანებონ ჩვენს შვილებს თავი. არ გვინდა ჩვენს შვილებს, სკოლებში, ბაღებში თუ საზაფხულო ბანაკებში ლგბტ აქტივისტები ასწავლიდნენ ცხივრების წესს. მიგვაჩნია, რომ ეს ბრძოლა უნდა გადავიდეს პოლიტიკურში, გადავიდეს არჩევნებში. ჩემი პოლიტიკური დაპირების მუხლებია, აიკრძალოს სექსულური განათლების მიცემა და ასევე მიიღებელია საკუთარი სექსუალური ცხოვრების წესის დემონსტრირება",
- აღნიშნა კობა დავითაშვილმა.

"ინტერპრესნოუსი"

mano
19 მაისი 2019 22:38
გაიხარე, იცოცხლეთქვენი საყვარელი ოჯახით, დიდი პატრიოტი მოსიყვარულე ადამიანი/ რამდენი უბედურება გადაიტანა ნაციონალების ბელადისაგან
kato
19 მაისი 2019 18:09
გაიხარე კობა გამრავლდი და შენმა შვილებმა შენ რომ გინდა ისეთ საქართველოში იცხოვრონ
naia
19 მაისი 2019 18:06
ვინ რა უთრხა ერთი თვქენ შვილებს , რატო ართულებთ რა გინდათ საერთოდ თავი დაანებეთ უმცირესობას და მიეცით თავიანთი უფლებების დაცვის საშუალება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
26-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
26-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?