"არავის ვუვარდებით სახლში, არავის ცემა არ გვინდა,უბრალოდ ვითხოვთ, დაანებონ ჩვენს შვილებს თავი" - კვირის პალიტრა

"არავის ვუვარდებით სახლში, არავის ცემა არ გვინდა,უბრალოდ ვითხოვთ, დაანებონ ჩვენს შვილებს თავი"

არავის ვუვარდებით სახლში, არავის ცემა არ გვინდა, არავის დაზიანება არ გვინდა, უბრალოდ ვითხოვთ, დაანებონ ჩვენს შვილებს თავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა განუცხადა.

დავითაშვილის განცხადებით, სწორედ ამ პრინციპების განმტკიცების მიზნით, სურს მას საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და აღნიშნავს, რომ დროა, საკითხზე პოლიტიკური ბრძოლა დაიწყოს.

"ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან მარტივი, არავის ვუვარდებით სახლში, არავის ცემა არ გვინდა, არავის დაზიანება არ გვინდა, უბრალოდ ვითხოვთ, დაანებონ ჩვენს შვილებს თავი. არ გვინდა ჩვენს შვილებს, სკოლებში, ბაღებში თუ საზაფხულო ბანაკებში ლგბტ აქტივისტები ასწავლიდნენ ცხივრების წესს. მიგვაჩნია, რომ ეს ბრძოლა უნდა გადავიდეს პოლიტიკურში, გადავიდეს არჩევნებში. ჩემი პოლიტიკური დაპირების მუხლებია, აიკრძალოს სექსულური განათლების მიცემა და ასევე მიიღებელია საკუთარი სექსუალური ცხოვრების წესის დემონსტრირება", - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.

"ინტერპრესნოუსი"