ზუგდიდიდან თბილისში გადმოყვანილი მოზარდი, რომელიც "ბოლო ზარის" დღეს ავარიის დროს დაშავდა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდიდან თბილისში გადმოყვანილი მოზარდი, რომელიც "ბოლო ზარის" დღეს ავარიის დროს დაშავდა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თბილისში გადმოყვანილი დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა თამარ გოგიჩაიშვილმა განუცხადა, მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის თქმით, პაციენტზე მონიტორინგი გრძელდება და მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე მას შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდება.

"პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ძილის რეჟიმი გრძელდება. მდგომარეობა უცვლელია", - განაცხადა თამარ გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, 16 მაისს ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოავარიის შედეგად 8 მოზარდი დაშავდა. დაშავებულები
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, რომელთაც ბოლო ზარი ჰქონდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
26-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
26-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
26-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
26-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?