ზუგდიდიდან თბილისში გადმოყვანილი მოზარდი, რომელიც "ბოლო ზარის" დღეს ავარიის დროს დაშავდა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა - კვირის პალიტრა

ზუგდიდიდან თბილისში გადმოყვანილი მოზარდი, რომელიც "ბოლო ზარის" დღეს ავარიის დროს დაშავდა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თბილისში გადმოყვანილი დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა თამარ გოგიჩაიშვილმა განუცხადა, მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის თქმით, პაციენტზე მონიტორინგი გრძელდება და მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე მას შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდება.

"პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ძილის რეჟიმი გრძელდება. მდგომარეობა უცვლელია", - განაცხადა თამარ გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, 16 მაისს ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოავარიის შედეგად 8 მოზარდი დაშავდა. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, რომელთაც ბოლო ზარი ჰქონდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"