საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები - კვირის პალიტრა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები

2019 წლის 19 მაისს, ზუგდიდის, ხულოს, მარნეულის, ზესტაფონისა და ჭიათურის მერების რიგგარეშე, ხოლო თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

ხუთ მუნიციპალიტეტში მერობისთვის ჯამში პარტიების მიერ წარდგენილი და დამოუკიდებელი 71 კანდიდატი იბრძვის: მათ შორის, 15-15 - ზუგდიდში, მარნეულსა და ზესტაფონში, 13-13 კი ხულოსა და ჭიათურაში. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის 20 კანდიდატია დარეგისტრირებული.

ზუგდიდსა და მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში ყოფილი მერების დაკავების, ხოლო ჭიათურაში, ხულოსა და ზესტაფონში მერების გადადგომის გამო დადგა. მთაწმინდის ოლქში კი პარლამენტის შუალედური არჩევნების საჭიროება ყოფილი მაჟორიტარის, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევამ განაპირობა.

თანამდებობის პირთა თუ არჩევნებისას წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესწილები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია, შესაბამისად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წარმოგიდგენთ ინფორმაციას მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატებზე. "ბიზნესპრესნიუსი" მათგან რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო კანდიდატის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას:

მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვლადიმერ კახაძე ("ქართული ოცნება") - საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის თანახმად, ის უძრავ ქონებას არ ფლობს. ცნობისთვის, რადიოლოგი ლადო კახაძე 2008 წლიდან არის საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე; 2010 წლიდან გაერთიანებულია საქართველოს მწერალთა კავშირში და გამოცემული აქვს სამი კრებული; 2014 წლიდან იკავებს "განსაკუთრებული ჟურნალის" ერთ-ერთი რედაქტორის პოზიციას. გაგრძელება