"კიდევ კარგი, პროკურორის პასუხისმგებლობა არ ავიკიდე" - ცნობილთა "შემთხვევითი" პროფესიები
"კიდევ კარგი, პროკურორის პასუხისმგებლობა არ ავიკიდე" - ცნობილთა "შემთხვევითი" პროფესიები
გვინდა წარმოგიდგინოთ ცნობილი ადამიანები, რომელთაც წლების წინ თავდაპირველი პროფესია შეიცვალეს, განსხვავებულ სფეროში ადგილი დაიმკვიდრეს და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს.

"ფეხბურთი ჩემი დიდი სიყვარული და დიდი ტრავმაცაა"



ილო ბეროშვილი, მსახიობი: - პროფესიით მსახიობი არ ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური ენების განხრით. ფეხბურთი ჩემი დიდი სიყვარული და დიდი ტრავმაცაა. თამაში 14 წლისამ დავიწყე და მალევე მოვხვდი "ვიტ ჯორჯიაში". ორი წელი საქართველოს ჩემპიონი ვიყავი. უეფას თასზეც ვითამაშეთ. დიდი გეგმები მქონდა, თუმცა
ქრონიკული ტრავმა მივიღე და... როგორც კი ფეხბურთს მოვეშვი, ალტერნატიული მუსიკის მიმდევართა შორის აღმოვჩნდი. მერე განვასახიერე კაცი, რომელიც რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს და მას შემდეგ ჩემი პროფესიული საქმიანობა მთლიანად ტელესივრცეს დაუკავშირდა.

"ჩემგან კარგი მშენებელი გამოვიდოდა"


გუჯა ბურდული, მსახიობი:
- საინჟინროზე ვაბარებდი. პირველ წელს ვერ მოვხვდი. მეზობელი თბილისის
ზღვაზე მუშაობდა და მაშველად დამაწყებინა მუშაობა - მეორე წლისთვის მოემზადე, თან იმუშავე და სტაჟიც გექნებაო. მომდევნო წელს ჩავაბარე, მაგრამ სამი კურსი რომ დავამთავრე, დედა გარდამეცვალა, მერე მამა... მუშაობა იყო საჭირო და ამიტომ ინსტიტუტი ვერ დავამთავრე... ვფიქრობ, ჩემგან კარგი მშენებელი გამოვიდოდა, მაგრამ არ ვნანობ, რომ მსახიობი ვარ.

"ქიმიკოსის დიპლომი არასდროს გამომიყენებია"



ნუკრი კაპანაძე, მომღერალი: - პროფესიით ქიმიკოსი ვარ. ერთხელ სტუდენტურ დღეებზე ვიმღერე. როგორც კი სცენაზე აღმოვჩნდი, მაშინვე მივხვდი, რომ პროფესია არასწორად ავირჩიე. ქიმიკოსის დიპლომი არასდროს გამომიყენებია. ერთ დღესაც არ მიმუშავია ამ პროფესიით.

"კიდევ კარგი, პროკურორის პასუხისმგებლობა არ ავიკიდე"

ოთო ნემსაძე, მომღერალი:
- პატარა­ რომ ვიყავი, თურმე სულ გავიძახოდი, პროკურორი უნდა გამოვიდე-მეთქი. კიდევ კარგი, ამხელა პასუხისმგებლობა არ ავიკიდე, თუმცა არანაკლებ საპასუხისმგებლო პროფესიას დავეუფლე - მამაჩემივით ეკონომისტი გავხდი. 2009 წლამდე ფინანსთა სამინისტროში ვმუშაობდი, მერე კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მუსიკალური კონკურსი "ჯეოსტარი", რომელშიც გავიმარჯვე და მას შემდეგ ჩემი ცხოვრება მხოლოდ მუსიკას დავუკავშირე.

"კონტრაქტების დადების დროს იურისტის განათლება ყოველთვის მეხმარება"


ირინა ონაშვილი, მოდელი: -
იურიდიულზე ჩაბარება ჩემი არჩევანი იყო. და მყავს იურისტი და მომწონდა, როგორ დადიოდა სხდომებზე, სასამართლო დარბაზებში, სახლში უამრავი საბუთი მოჰქონდა... იურისტად არასდროს მიმუშავია, თუმცა ხელშეკრულებების გაფორმების, კონტრაქტების დადების დროს ჩემი განათლება ყოველთვის მეხმარება. მერე მაგისტრატურაც დავამთავრე სტრატეგიული კომუნიკაციების განხრით და რამდენიმე წელია, სხვადასხვა კომპანიაში პიარის სამსახურში ვმუშაობ.

ჯოლი დამკრძალავი ბიუროდან...

იყო დრო, სილამაზის ეტალონი და კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი დამკრძალავი ბიუროების სააგენტოების ხელმძღვანელად მუშაობდა. ამ სფეროში საქმიანობის სურვილი ბაბუის დასაფლავების დღეს გასჩენია, რადგან უკმაყოფილო დარჩენილა დამკრძალავი ბიუროს მომსახურებით.

პარიკმახერი ბიონსე

რომ არა წარმატებული მუსიკალური კარიერა, დღეს ბიონსე, ალბათ, მშობლების საპარიკმახეროს ხელმძღვანელი იქნებოდა, რადგან ამღერებამდე სწორედ იქ მუშაობდა პარიკმახერად.

კრუზი - სულიერი მამა


ტომ კრუზს სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული და, ალბათ, რომ არა კინოკარიერა, დღეს ის კათოლიკე მღვდელი იქნებოდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?