"კომისიის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ მამაოები შეეშვათ" - ზუგდიდში საარჩევნო უბნები აკურთხეს
19-05-2019
"კომისიის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ მამაოები შეეშვათ" - ზუგდიდში საარჩევნო უბნები აკურთხეს
ზუგდიდის #5 საარჩევნო უბანზე სასულიერო პირები შევიდნენ. მათი განმარტებით, ისინი დადიან, რათა უბნები აკურთხონ. მამა ფრიდონ ასათიანის განმარტებით, ეს მათი მოვალეობაა და 20:00 საათამდე, სადაც მოასწრებენ, ყველგან შევლენ.

ადგილზე კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის მცირე შელაპარაკება იყო. ნაწილი მიიჩნევდა, რომ სასულიერო პირები არაუფლებამოსილები იყვნენ და კომისიის თავმჯდომარეს მათი შეშვების უფლება არ ჰქონდა. თავმჯდომარის, ანი თოდუას განმარტებით, კომისიის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ მამაოები შეეშვათ, რადგან ისინი სასულიერო პირები არიან და გამონაკლისი
დაუშვეს.


"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები