"ბოლო პე­რი­ოდ­ში სულ ჩა­ი­კე­ტა... ვეღარ გაუძლო" - ვინ იყო 40 წლის ქართველი ქალი, რომელიც იტალიაში ტბაში გაყინული იპოვეს - კვირის პალიტრა

"ბოლო პე­რი­ოდ­ში სულ ჩა­ი­კე­ტა... ვეღარ გაუძლო" - ვინ იყო 40 წლის ქართველი ქალი, რომელიც იტალიაში ტბაში გაყინული იპოვეს

ბოლო დროს ქართველი ემიგრანტების გარდაცვალების ფაქტების შესახებ ინფორმაცია მედიით სულ უფრო ხშირად ვრცელდება. 19 მაისს ახალგაზრდა ქართველი ქალი თამარ ნეფარიძე იტალიაში, ქალაქ ტრენტოში ტბაში გაყინული იპოვეს.

გარდაცვლილს რამდენიმე დღის წინ 40 წელი შეუსრულდა. ქალი სწორედ საკუთარი დაბადების დღის შემდეგ გაუჩინარდა და მას ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. AMBEBI.GE დაუკავშირდა გარდაცვლილის შვილს, ლაშა ჟორჟოლიანს.

"ჯერჯერობით, არაფერი ვიცი რა მოხდა. დღეს მიფრინავ იტალიაში და გარდაცვალების შესახებ დეტალებს გავარკვევ" - განაცხადა ჟორჟოლიანმა. გაგრძელება