თბილისის მერიამ კომპანია "ნილს", რომელიც ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა
20-05-2019
თბილისის მერიამ კომპანია "ნილს", რომელიც ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა
თბილისის მერიამ კომპანია "ნილს", რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ელოშვილის თქმით, კომპანიას ხელშეკრულება ხვალიდან შეუწყდება.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და დაგვიანებით აწვდიდა.

არსებული ინფორმაციით, კომპანია "ნილს" ყადაღა ადევს, რის გამოც, ბაღების კვების პროდუქტებით მომსახურებას ვერ ახერხებს.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?