"ჩხუბში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა" - რა მოხდა 51-ე სკოლასთან?
20-05-2019
"ჩხუბში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა" - რა მოხდა 51-ე სკოლასთან?
51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის, სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთმანეთს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე "ბოლო ზარის" ღონისძიება მიმდინარეობდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩხუბში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მან ასევე დაინახა დანებიც მოსწავლეების ხელში, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, უწყებაში შეტყობინება დაპირისპირებისა და დაჭრის ფაქტზე შევიდა, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე არიან გასულები
ფაქტის გადასამოწმებლად.

პოლიცია ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მუშაობს, რათა დადგინდეს, რა მოხდა 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?