"ჩხუბში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა" - რა მოხდა 51-ე სკოლასთან? - კვირის პალიტრა

"ჩხუბში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა" - რა მოხდა 51-ე სკოლასთან?

51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის, სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთმანეთს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე "ბოლო ზარის" ღონისძიება მიმდინარეობდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩხუბში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მან ასევე დაინახა დანებიც მოსწავლეების ხელში, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, უწყებაში შეტყობინება დაპირისპირებისა და დაჭრის ფაქტზე შევიდა, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე არიან გასულები ფაქტის გადასამოწმებლად.

პოლიცია ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მუშაობს, რათა დადგინდეს, რა მოხდა 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

იხილეთ ასევე: რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 51-ე სკოლის მოსწავლეები - რა ვერსიებზე საუბრობენ თვითმხილველები?

"ინტერპრესნიუსი"