რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 51-ე სკოლის მოსწავლეები - რა ვერსიებზე საუბრობენ თვითმხილველები?
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 51-ე სკოლის მოსწავლეები - რა ვერსიებზე საუბრობენ თვითმხილველები?
თვითმხილველები 51-ე საჯარო სკოლასთან, მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრობენ.

როგორც თვითმხილველი, ერთ-ერთი პედაგოგი ყვება, მე-12 კლასელები ერთმანეთს სკოლის გამოსასვლელ კარში შეეჯახნენ და კამათი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. სკოლის პედაგოგი კატეგორიულად გამორიცხავს დანის გამოყენებას.

მისი თქმით, ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა და ინციდენტი მალევე აღიკვეთა გართულებების გარეშე. ინციდენტში მონაწილე ბავშვები ამჟამად სახლებში იმყოფებიან.

ადგილზე ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ ბავშვებს შორის ინციდენტი არა შეჯახების, არამედ ვიდეორგოლის გამო დაიწყო, რომელიც მე-12
კლასელებმა გამოსაშვებ ღონიძიებაზე გაუშვეს და რომელშიც ქურდული მენტალიტეტი იყო გაშარჟებული, თუმცა მშობლების ნაწილი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.

თავს მხრივ, შსს-ს ინფორმაციით, 51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთ-ერთი მოსწავლის დაჭრის ფაქტი არ დასტურდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მოზარდების შორის დაპირისპირების საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც
ძალადობას გულისხმობს. პოლიცია ამჟამად შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბი მეთორმეტეკლასელებს შორის მოხდა და დაპირისპირებაში მოზარდების რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა.

"ინტერპრესნიუსი"


საბა
21 მაისი 2019 10:06
მსგავსი სკოლა მე არ მახსოვს და არც გამიგია არსად))51
რატო წვალობთ
20 მაისი 2019 21:57
უკვე ჩაფარცხეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?