ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს, გამოკითხულთა უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ეკლესია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას უნდა ახდენდეს
21-05-2019
ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს, გამოკითხულთა უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ეკლესია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას უნდა ახდენდეს
"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს. კვლევის მიხედვით, კითხვაზე: როგორც შეაფასებდით ინსტიტუტების საქმიანობას - რესპონდენტთა 20%-მა აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 41% ეკლესიის საქმიანობას კარგად, 21% საშუალოდ, 6% ცუდად, 1% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" 10%-მა გასცა.

ამას გარდა, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკლესიას გავლენა უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს.

მეორე ადგილს იუსტიციის
სახლები იკავებს.
კერძოდ, რესპოდენტთა 12% მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა ძალიან კარგია, 47% იუსტიციის სახლების საქმიანობას კარგად, 27% საშუალოდ, 7% ცუდად, 2% კი ძალიან ცუდად აფასებს.

რესპონდენტთა დიდი ნაწილი ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ჯარსაც. კერძოდ, ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 8% ძალიან კარგად, 47% კარგად, 26% საშუალოდ, 8%
ცუდად, ხოლო 1% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" რესპოდენტთა 10%-მა დააფიქსირა.

რაც შეეხება პოლიციას, გამოკითხულთა 6% მის საქმიანობას ძალიან კარგად, 42% კარგად, 34% საშუალოდ, 12% ცუდად, 2% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან, კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" რესპოდენტთა 4%-მა გასცა.

"ერვონულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4% საკუთარი საკრებულოს საქმიანობას ძალიან კარგად, 24% კარგად, 34% საშუალოდ, 16% ცუდად, 4% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" კი გამოკითხულთა 17%-მა დააფიქსირა.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას კი რესპოდენტთა 2% ძალიან კარგად, 23% კარგად, 40% საშუალოდ, 10% ცუდად, 2% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" კი ამ შემთხვევაში 23%-მა დააფიქსირა.

კვლევის შედეგების მიხედვით მთავარი პროკურატურის საქმიანობას რესპოდენტთა 1% ძალიან კარგად, 13% კარგად, 33% საშუალოდ, 21% ცუდად, 5% ძალიან ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" კი გამოკითხულთა 27%-მა გასცა.

რაც შეეხება პარლამენტს გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ძალიან კარგია, 11% საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად, 40% საშუალოდ, 31% ცუდად, 9% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან, კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" გამოკითხულთა 8%-მა გასცა.

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა უარყოფითად სასამართლო ინსტიტუტის საქმიანობას აფასებს. კერძოდ გამოკითხულთა 1% მიიჩნევს, რომ სასამართლოს საქმიანობა ძალიან კარგია, 11% მის საქმიანობას კარგად აფასებს, 31% საშუალოდ, 29% ცუდად, ხოლო 9% ძალიან ცუდად. ამასთან რესპოდენტთა 19% ამ კითხვაზე პასუხს "არ ვიცი" აფიქსირებს.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) და ჩღღჩ-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.

საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?