"სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო" - ლეგენდარულ მსახიობს დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა
"სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო" - ლეგენდარულ მსახიობს დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა
ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს დაიბადა. მას დღეს 82 წელი შუსრულდებოდა.
მსახიობი  მძიმე ავადმყოფობის შედეგად 71 წლის ასაკში გარდაიცვალა,  ის დიდუბის პანთეონში დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის – კოტე მახარაძის გვერდით არის დაკრძალული.


"პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა, რომ ორჯერ მყვარებოდა…"

"ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას, რაც იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც არც დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე, გადავყევი ხრამში,
სიბნელეში. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან…"


იშვიათად ხდება ხოლმე, რომ წარმატებული მშობლების შვილი, ისეთივე მაღალ სიმაღლეებს აღწევს, როგორც დედ-მამა, მით უფრო თუ ერთ-ერთი მათგანის პროფესიას ირჩევს. სოფიკო ჭიაურელმა ეს შეძლო. მან მოახერხა, რომ თეატრსა თუ კინოში ისეთი სახეები შეექმნა, რითაც რეჟისორი მამისა და მსახიობი დედის წარმატებები
ლამის დაჩრდილა.

ვერიკო

ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც 1900 წლის 23 სექტემბერს დაიბადა, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.
ის ტრაგიკულ-დრამატული ჟანრის მსახიობი გახლდათ, გამოირჩეოდა საოცარი სცენური მომხიბვლელობით, კოტე მარჯანიშვილი მას მუსიკის იმ მელოდიას ადარებდა, რომელსაც რაც უფრო ხშირად ისმენ,
მით უფრო გეძალება მოსმენის სურვილი.

"ვერიკოს თვალები მისი სულის სარკეა, ეს თვალები მის უდიდეს ნიჭს ასხივებს", - ამბობდა მსახიობზე მხატვარი ელენე ახვლედიანი.

მსახიობის ცხოვრება მოულოდნელობებით იყო სავსე, მისი პირველი მეუღლე შალვა ამირეჯიბი იყო, რომელიც ქართული თეატრის ვარსკვლავს ლექსებსაც უძღვნიდა. როგორც ამბობენ, შალვა ამირეჯიბთან ქორწინება მამის უკანასკნელი სურვილი და თხოვნა იყო. მათ ქალიშვილიც შეეძინათ, რომელიც ჩვილობაშივე გარდაიცვალა.

მოსალოდნელ გაყრას თავად ამირეჯიბიც გრძნობდა: "ამბობენ, რომ ჯერ ბავშვი ხარ, / არ შემრჩები დიდხანს ცოლად. / მე არ მინდა დავიჯერო, / ნათქვამია ჭორის ტოლად", - წერდა ერთ ერთ ლექსში შალვა ამირეჯიბი.

შალვა ამირეჯიბთან დაშორების შემდეგ, ვერიკო მის ერთადერთ სიყვარულს - მიხეილ ჭიაურელს შეხვდა, როგორც ამბობენ, ფიქრის გორაზე შედგა მათი პირველი პაემანი.

სოფიკო ასე იხსენებდა დედას:

"ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო… ძალიან მიყვარს "დისქავერის" გადაცემები. ამას წინათ ვუყურებდი ფილმს თუთიყუშებზე, გავგიჟდი, როგორ უვლის დედა-თუთიყუში ამ თავის პატარა თუთიყუშებს… დედა ჩემთვის იყო დედა და სხვა არაფერი. ასე გრძელდებოდა ჩემთვის დიდხანს… ეს გავაცნობიერე მერე, მე თვითონ რომ გავხდი მსახიობი, როცა დავინახე, როგორ აფასებდნენ. მაგრამ ნამდვილად ბოლომდე გავაცნობიერე მაშინ, როცა ის აღარ იყო ამქვეყნად…"

"სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები