45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო

ფოთში, გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის თევზაობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მაშველებმა მისი ცხედარი უკვე იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მობილიზებული იყო პოლიცია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"