ზუგდიდში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, ბავშვს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
"ინტერპრესნიუსი"