"შვილმკვდარი დედა ვარ... ნერვიულობისას ცუდად ვხდები" - ვინ არის ქალბატონი, რომელიც ნიკა გვა­რა­მი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ "ფეისბუკის" გმი­რად აქ­ცია
22-05-2019
"შვილმკვდარი დედა ვარ... ნერვიულობისას ცუდად ვხდები" - ვინ არის ქალბატონი, რომელიც ნიკა გვა­რა­მი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ "ფეისბუკის" გმი­რად აქ­ცია
63 წლის ქე­თე­ვან სორ­დია ზუგ­დი­დის სო­ფელ კა­ხათ­ში ცხოვ­რობს. ცხოვ­რობს და შრო­მობს, რო­გორც ბევ­რი მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ქალი. ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ერთ დღე­საც თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­იც­ნობ­და. ზუგ­დი­დის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ზე "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან, ნიკა გვა­რა­მი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ ქე­თე­ვან სორ­დია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გმი­რად აქ­ცია.

ინ­ტერ­ნეტ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ის ვი­დეო გახ­და, სა­დაც და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა, თან ამ­ბობს, რომ ცუ­დად არის და და­მამ­შვი­დე­ბელ წვე­თებს აწ­ვდი­ან.

მას "ფე­ის­ბუქ­ში" სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი უწო­დეს და "ოს­კა­რი­თაც და­ა­ჯილ­დო­ვეს".

ინ­ტერ­ნეტ­ში გა­შარ­ჟე­ბუ­ლი
ფო­ტო­ე­ბი თვი­თო­ნაც ნახა. ამ ყველაფერზე ქეთევან სორდია სააგენტო LivePress ესაუბრა:

"ეს ჩემ­თვის დიდი წარ­მა­ტე­ბაა, 63 წლის ქალი, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­მიც­ნო. თუნ­დაც მსა­ხი­ო­ბი და­მი­ძა­ხონ, მე სი­მარ­თლის­თვის მებ­რძო­ლი ვარ. რა­ღაც ფო­ტო­ებს მი­კე­თე­ბენ, ხან კუდს გა­მო­მა­ბა­მენ, ხან გვირ­გვინს და­მად­გა­მენ, ხან ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ზის გვერ­დით და მა­რა­ოს მი­ნი­ა­ვებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მოქ­მე­დებს
ჩემ­ზე, მაგ­რამ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის მოჰ­ყვე­ბა მსხვერ­პლი. მე გავ­ხდი ნიკა გვა­რა­მი­ას მსხვერ­პლი, მე არ მრცხვე­ნია. იმის­თვის ვიბ­რძვი, რომ თქვენ იცხოვ­როთ მშვი­დო­ბი­ა­ნად, რომ ჩემს შვილს, გი­ორ­გის არ ეში­ნო­დეს და თქვენ არ გე­ში­ნო­დეთ", - აცხა­დებს ქე­თე­ვან სორ­დია.

გვიჩ­ვე­ნებს წამ­ლებს. ამ­ბობს, რომ ხში­რად იღებს, რად­გან ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში 24 წლის ვა­ჟის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბას უჩი­ვის. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით