"შვილმკვდარი დედა ვარ... ნერვიულობისას ცუდად ვხდები" - ვინ არის ქალბატონი, რომელიც ნიკა გვა­რა­მი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ "ფეისბუკის" გმი­რად აქ­ცია - კვირის პალიტრა

"შვილმკვდარი დედა ვარ... ნერვიულობისას ცუდად ვხდები" - ვინ არის ქალბატონი, რომელიც ნიკა გვა­რა­მი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ "ფეისბუკის" გმი­რად აქ­ცია

63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს. ცხოვრობს და შრომობს, როგორც ბევრი მისი თანასოფლელი ქალი. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც თითქმის მთელი საქართველო გაიცნობდა. ზუგდიდის მერის არჩევნებზე "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაპირისპირებამ ქეთევან სორდია სოციალური ქსელის გმირად აქცია.

ინტერნეტში განსაკუთრებით პოპულარული ის ვიდეო გახდა, სადაც დაპირისპირების დეტალებს ჰყვება, თან ამბობს, რომ ცუდად არის და დამამშვიდებელ წვეთებს აწვდიან.

მას "ფეისბუქში" სახალხო არტისტი უწოდეს და "ოსკარითაც დააჯილდოვეს".

ინტერნეტში გაშარჟებული ფოტოები თვითონაც ნახა. ამ ყველაფერზე ქეთევან სორდია სააგენტო LivePress ესაუბრა:

"ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა, 63 წლის ქალი, მთელმა საქართველომ გამიცნო. თუნდაც მსახიობი დამიძახონ, მე სიმართლისთვის მებრძოლი ვარ. რაღაც ფოტოებს მიკეთებენ, ხან კუდს გამომაბამენ, ხან გვირგვინს დამადგამენ, ხან ივანიშვილი მიზის გვერდით და მარაოს მინიავებს. რასაკვირველია, მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის მოჰყვება მსხვერპლი. მე გავხდი ნიკა გვარამიას მსხვერპლი, მე არ მრცხვენია. იმისთვის ვიბრძვი, რომ თქვენ იცხოვროთ მშვიდობიანად, რომ ჩემს შვილს, გიორგის არ ეშინოდეს და თქვენ არ გეშინოდეთ", - აცხადებს ქეთევან სორდია.

გვიჩვენებს წამლებს. ამბობს, რომ ხშირად იღებს, რადგან ავტოავარიაში 24 წლის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობას უჩივის. გაგრძელება