"მთხოვდა სელფებს საცურაო კოსტიუმში..." - რას ყვება ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს
"მთხოვდა სელფებს საცურაო კოსტიუმში..." - რას ყვება ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს
ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა ლექ­ტორს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მან სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­მარ­თა.

რო­გორც სტუ­დენ­ტი აცხა­დებს, მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს წერ­და. ფაქ­ტზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მომ­ხდა­რის გამო, სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ი­კი­თხა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლექ­ტო­რი - ო.მ აჭა­რა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რია.

"სხვა სტუ­დენ­ტე­ბი მაფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ ეს კაცი გო­გო­ნებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ხში­რად უგ­ზავ­ნი­და მე არ
მჭირ­დე­ბა დიპ­ლო­მი, პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე გაც­ვლი­ლი" - გა­ნუ­ცხა­და მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტმა გო­გო­ნამ AMBEBI.GE-ს.

იგი აცხა­დებს, რომ ბსუ-ს ლექ­ტო­რი მის თა­ნა­კურ­სე­ლე­ბის, ასე­ვე მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენტ გო­გო­ნე­ბის სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბას ცდი­ლობ­და. სტუ­დენ­ტის თქმით, ლექ­ტო­რი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით სუ­რა­თე­ბის გაგ­ზავ­ნას სთხოვ­და.

"ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მწერ­და და მთხოვ­და სელ­ფე­ბის გაგ­ზავ­ნას
სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით. ამ­ბობ­და, რომ კომ­პლექ­სი არ უნდა მქო­ნო­და. მე­კი­თხე­ბო­და მამა ან ძმა თუ მყავ­და, ანუ აინ­ტე­რე­სებ­და პატ­რო­ნი თუ მყავ­და და მის საქ­ცი­ელ­ზე პა­სუხს თუ ვინ­მე მოს­თხოვ­და. თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი და უფ­რო­სი სტუ­დენ­ტე­ბი გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ ეს კაცი გო­გო­ნებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ხში­რად უგ­ზავ­ნი­და და თავი უნდა აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა..." გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
26-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
26-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?