"მთხოვდა სელფებს საცურაო კოსტიუმში..." - რას ყვება ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

"მთხოვდა სელფებს საცურაო კოსტიუმში..." - რას ყვება ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა.

როგორც სტუდენტი აცხადებს, მას უნივერსიტეტის ლექტორი სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს წერდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარის გამო, სტუდენტი გოგონა საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხა.

არსებული ინფორმაციით, სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული ლექტორი - ო.მ აჭარაში "ქართული ოცნების" წევრია.

"სხვა სტუდენტები მაფრთხილებდნენ, რომ ეს კაცი გოგონებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ხშირად უგზავნიდა მე არ მჭირდება დიპლომი, პატიოსნებაზე გაცვლილი" - განუცხადა მეორე კურსის სტუდენტმა გოგონამ AMBEBI.GE-ს.

იგი აცხადებს, რომ ბსუ-ს ლექტორი მის თანაკურსელების, ასევე მეოთხე კურსის სტუდენტ გოგონების სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. სტუდენტის თქმით, ლექტორი ერთი კვირის განმავლობაში საცურაო კოსტიუმით სურათების გაგზავნას სთხოვდა.

"ერთი კვირის განმავლობაში მწერდა და მთხოვდა სელფების გაგზავნას საცურაო კოსტიუმით. ამბობდა, რომ კომპლექსი არ უნდა მქონოდა. მეკითხებოდა მამა ან ძმა თუ მყავდა, ანუ აინტერესებდა პატრონი თუ მყავდა და მის საქციელზე პასუხს თუ ვინმე მოსთხოვდა. თანაკურსელები და უფროსი სტუდენტები გვაფრთხილებდნენ, რომ ეს კაცი გოგონებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ხშირად უგზავნიდა და თავი უნდა აგვერიდებინა..." გაგრძელება