ივანიშვილის კომპანიას ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის, "წითელ ნუსხაში" შეტანილი მცენარებიის მოჭრის უფლება მიენიჭა - კვირის პალიტრა

ივანიშვილის კომპანიას ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის, "წითელ ნუსხაში" შეტანილი მცენარებიის მოჭრის უფლება მიენიჭა

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას - ასოციაცია "ატუს" ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის, "წითელ ნუსხაში" შეტანილი მცენარების მოჭრის უფლება მიენიჭა. ამის შესახებ მთავრობის 17 მაისის განკარგულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, საუბარია, 60 ძირ "იმერულ მუხასა" და 49 "ძელქვაზე". განკარგულების თანახმად, ასოციაცია "ატუ" ვალდებულია, ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მიღება-ჩაბარების აქტით, კანონმდებლობის შესაბამისად. გაგრძელება