"ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხველი ახლით შეუცვალა
"ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხველი ახლით შეუცვალა
გაზგამანაწილებელი კომპანიის 15-მილიონიანი სოციალური პროექტი - თბილისის 25 000 აბონენტის ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის მრიცხველი ახლით ჩანაცვლდა.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკურმა სამსახურმა დედაქალაქის 25 000 აბონენტს ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის ძველი, 1998-2000 წლებში დამონტაჟებული მრიცხველი უსასყიდლოდ შეუცვალა. მათ ნაცვლად კი თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის მომხმარებლებს ახალი, თანამედროვე გაზის მრიცხველები დაუმონტაჟდათ. საერთო ჯამში, კომპანია დედაქალაქის მასშტაბით, ეტაპობრივად, 150 ათასი გაზის მრიცხველის ჩანაცვლებას გეგმავს. უკვე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 2,5 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო, ქსელის განახლების გარდა, მრიცხველების
ჩანაცვლების პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 15 მილიონ ლარს სცდება. გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქში ამორტიზებული მილსადენების ჩანაცვლების პროგრამასაც იწყებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები