"საქმე, რომელსაც აკეთებ, აუცილებელია, ადამიანის სამსახურში იყოს - სხვა მხრივ აზრს კარგავ"
22-05-2019
"საქმე, რომელსაც აკეთებ, აუცილებელია, ადამიანის სამსახურში იყოს - სხვა მხრივ აზრს კარგავ"
"ადამიანი უკეთესი უნდა წავიდეს, ვიდრე დაიბადა"

დედობა, სიყვარული, იდეალური მამაკაცი, ექსტრიმი, ყველაზე რთული მომენტი ცხოვრებაში და ყველაზე ბედნიერი წამი - ეს ის თემებია, რაზეც ოლიკო ბაბლუანს ვთხოვეთ, საკუთარი ასოციაციები გაეზიარებინა.

ჩემი დიდი ოჯახი ჩემთვის არის...
- სიყვარული, მორალური ღერძის, ადამიანური სიმყარის წყარო.

დედობა...
- სიცოცხლის გაგრძელება, ბედნიერება, ყველაზე დიდი ემოცია...

თბილისური სახლი, ეზო...
- მთაწმინდა, ჭავჭავაძის ქუჩა, იტალიური ეზო, სადაც 11 წლამდე ვცხოვრობდი. ზღაპრულად თბილი, დაცული სამყარო.

სვანეთი, სვანური კოშკი...
- ჩემი ხასიათის
მთავარი შტრიხები. კოშკი - სიმყარე და ჩემი ისტორიის გაუცნობიერებელი პატივისცემა.

წინაპართა დანატოვარი...
- ყველაზე ძველი, სვანური კოშკი.

ყველაზე რომანტიკული ადგილი მსოფლიოში...
- პარიზი. შარმის განუმეორებელი დედაქალაქი.

ჩამავალი მზე...
- არ მიყვარს. მზე არ ჩადის ჩემთვის, მიუხედავად მისი ბუნებრივი დარდიანი სილამაზის.

"უძინართა მზე"...
- სტუდენტობა, სახალხო ემოციური ცუნამი, სიხარული, სილაღე...
მამას ბერლინიდან ჩამოტანილი "ვერცხლის დათვი" ერთია საქართველოში.

იდეალური მამაკაცი...
- კაცობრიობამ ღმერთი დაარქვა. იდეალი მითია...

ქალური სისუსტე...
- ისევე, როგორც კაცური, ადამიანური - ერთია, ინდივიდუალურია. ყველას ჩვენ-ჩვენი გვაქვს.

კადრი მეხსიერებაში, რომელიც არ დამავიწყდება...
- ჩემი შვილების სახეები დაბადებისას.

საუკეთესო კინოკადრი...
- "ლეოპარდი". ლუკინო ვისკონტის ფილმი დაუვიწყარი შედევრია.

გამორჩეული ხმა...
- სიჩუმის.

ეპოქის გამორჩეული ადამიანი...
- მე-20 საუკუნის - განდი, მანდელა. ისინი, ვინც პიროვნული და მორალური ფასეულობების ხარჯზე საკუთარი ხალხის ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. ასევე, სტივ ჯობსი. საქმე, რომელსაც აკეთებ, აუცილებელია, ადამიანის სამსახურში იყოს - სხვა მხრივ აზრს კარგავ შენც და შენი საქმეც ხომ თავიდანვე დაკარგულია.

ნიღაბი...
- ვენეციაში, კარნავალისთვის განკუთვნილ პატარა მაღაზიებში კარგი ალეგორიული სივრცეა კაცობრიობის სპექტაკლის...

ნაჭუჭი...
- დიდად დადებითი ასოციაციის ვერ არის. პატარა და ჩაკეტილი სულის ასოციაციას იწვევს ჩემში.

რუსული ჩექმა...
- რუსულ ველურ, "ქურდულ", დამპყრობლურ პოლიტიკას ნიშნავს ყველა ჯანსაღად მოაზროვნისათვის.

მაგნიტოფონი...
- ბავშვობაში მქონდა მაგნიტოფონიც, კასეტებიც, ფრჩხილის ლაქით გადაწებებული ლენტები...

ბნელი გვირაბი...
- 90-იანები. დანგრეული სიმშვიდე, ადრეულ ასაკში დაკარგული მეგობრები, სიკვდილის ეპიდემია, ქვეყნის დატოვება.

მთის მწვერვალი...
- სულ ჩანს ლაიტმოტივად... მზიანი.

წყალქვეშა სამყარო...
- რასაც გადარჩენა და მოფრთხილება სჭირდება. ადამიანის უპასუხისმგებლობა ბუნების მიმართ, ეკოლოგიური სიბეცე საშინელებაა.

"ბეღურების გადაფრენა"...
- მამაჩემის მონაყოლი: დედასთან ერთად აივანზე ვიდექი, 1 წლისა და ხელს ვუქნევდი მამას, გადაღებაზე რომ მიდიოდა. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?