იტალიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. ტურისტული ავტობუსი, რომელშიც 50 ტურისტი იმყოფებოდა ფლორენციიდან სიენაში მიემართებოდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 30-მდე კი დაშავდა.სააგენტოს ინფორმაციით, 4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. აღსანიშნავია, რომ ავტობუსში რუსი, სომეხი, მოლდოველი, ქართველი და უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება."ინტერპრესნიუსი"