იტალიაში, ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, მოლდოვას და სომხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ - კვირის პალიტრა

იტალიაში, ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, მოლდოვას და სომხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ

იტალიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. ტურისტული ავტობუსი, რომელშიც 50 ტურისტი იმყოფებოდა ფლორენციიდან სიენაში მიემართებოდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 30-მდე კი დაშავდა.

სააგენტოს ინფორმაციით, 4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. აღსანიშნავია, რომ ავტობუსში რუსი, სომეხი, მოლდოველი, ქართველი და უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"