ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა - კვირის პალიტრა

ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა

ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა. როგორც " ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ქვები გზის სავალ ნაწილზე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად გზა უსაფრთხოების მიზნით არის გადაკეტილი. ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახური და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"