ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა - კვირის პალიტრა

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. მაღაროელი ამ ფორმით მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებს. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, პირს ყოველ დღე თითო მაღაროელი ამოიკერავს.

„ერთმა გაფიცულმა დღეს პირი ამოიკერა, ამ ფორმით აპროტესტებს ადმინისტრაციის დამოკიდებულებას. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკამყოფელდება, ყოველდღე დამატებით თითო მაღაროელი ამოიკერავს პირს. მაღაროელები არ ეთანხმებიან შემოთავაზებას ხელაფასების ახლა 10, შემდეგ კი 15%-ით გაზრდასთან დაკავშირებით. მაღაროელთა მინიმალური მოთხოვნაა ხელფასის 30%-ით გაზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება“, - განაცხადა პაატა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო, ერთ-ერთმა მაღაროელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.

"ინტერპრესნიუსი"