სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც თელ-ავივ-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაეშვება - კვირის პალიტრა

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც თელ-ავივ-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაეშვება

ავიაკომპანია El Al-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივ-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფრენის მომენტიდან თვითმფრინავს მარცხენა ძრავა გადაუხურდა. ავიალაინერი თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავში 194 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

"ინტერპრესნიუსის" დაუკავშირდა ტურისტული კომპანია Discovery-ს, რომელიც საქართველოში El Al-ის წარმომადგენელია.

"ტექნიკური პრობლემის გამო, თვითმფრინავი დაჯდა და სხვა ბორტზე ადიან მგზავრები, რომელიც მოფრინავს 21:30 საათისთვის,სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს", - განაცხადეს ტურისტული კომპანიაში.

"ინტერპრესნიუსი"