რუსეთი ოკუპანტია !
"ზალკალიანის განცხადება გასულია მომსახურების ზონიდან - აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?"
24-05-2019
"ზალკალიანის განცხადება გასულია მომსახურების ზონიდან - აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?"
ზალკალიანის განცხადება არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან. რაც ხდება ეს ვანდალიზმია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

არქიმანდრიტი "სპექტაკლს" უწოდებს იმ განცხადებებს, რაც სამშენებლო სამუშაოების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა და აცხადებს, რომ გზის მშენებლობაზე, რომელიც მიმდინ
არეობს, სამი ბულდოზერი მუშაობს.

"ესაა ჩვენ რასაც ვუყურებთ, მესაზღვრეებთან კონტაქტი არ გვაქვს. კომისიების დონეზე მიმდინარეობს შეხვედრა და იქაც ითქვა ეს ამბავი და იქ ჩაატარეს სპექტაკლი, ვითომ არაფერი იციან და უნდა გაარკვიონ და ვითომ დამოუკიდებლად მოქმედებენ მესაზღვრე პოლიციელები.

სამი უზარმაზარი ბულდოზერი მუშაობს, იმხელა გზა გაჰყავთ, რომ ორი მანქანა თავისუფლად აუქცევს ერთმანეთს გვერდს. მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან იწყებენ
ამოსვლას და გზა ამოჰყავთ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით
", - აცხადებს არქიმადრიტი.

მისივე თქმით, ჩნდება კითხვა - თუ არ იყო ინფორმირებული ქართული მხარე, რატომ არ იღებს სახელმწიფო შესაბამის ზომებს.

"ფაქტია, რომ ვანდალიზმია. გააკეთა ზალკალიანმა განცხადება, რომელიც არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან ეს განცხადება. მინისტრი გვეუბნება ეს ყველაფერი პრესიდან გავიგე, უნდა გადავამოწმო, რომელი მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება გზის გაყვანაო.

აქ ორი ძირეული შეცდომაა. ჩვენ საუბარი არ ვაქვს დადგენილი საზღვრის ტერიტორიაზე. ცხადია, ეს დადგენილი საზღვრის მონაკვეთში მათ მხარეს რომ ხდებოდეს, აქვთ უფლება აწარმოონ მათთვის სასურველი სამუშაოები, მაგრამ ვინაიდან ჯერ არაა დადგენილი საზღვარი ჩვენს შორის და ეს ტერიტორია სასაზღვრო ზონაა, აქ საერთაშორისო კანონმდებლობით მეზობელ სახელმწიფოს ამ ტიპის სამუშაოების განხორციელების უფლება არ აქვს მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე. აქაც პრობლემაა, ერთი რომ არ გითანხმებს და მეორე, ესე იგი გითანხმებს და გვიმალავთ. ეს დაუშვებელია საერთაშორისო დონეზე. ესაა ის სავარაუდო ვარიანტები, რაც არსებობს და კითხვები, რომლებსაც პასუხები არ აქვს. თუ ეს სამშენებლო სამუშაოები შეთანხებული არაა და ისე მიმდინარეობს, ამას ჰქვია საერთაშორისო სკანდალი, ეს საქართველომ უნდა გაასაჩივროს და გააგებინოს საერთაშორისო თანამეგობრობას და აზერბაიჯანულ მხარეს მყისიერად მოსთხოვენ პასუხს და გაჩერდება, რატომ არ აკეთებენ ამას?", - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

არქიმანდრიტის განმარტებით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი და მის ზონაში ამდაგვარი მუშაობა "ვანდალიზმია" .

"ქურნუხის ეკლესია, რომელიც კახში მდებარეობს და გადაეცა აზერბაიჯანულ მხარეს, არის ქართული კულტურის ძეგლი. ქურნუხის ტაძარზე, რომელიც ბორცვზე დგას, რომ დაიწყოს აზერბაიჯანმა მოთხრები, საქართველო ვალდებულია ეს გააპროტესტოს და აქვე ჯერ დაუდგენელ საზღვარზე, რომ აზერბაიჯანი ამას აკეთებს, სადაა სახელმწიფო, რას აკეთებს?," - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

შეგახსენებთ, რომ როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილმა განუცხადა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით, ფერდობზე გზა რამდენიმე დღეა, რაც გაჰყავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნული საკითხის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მედიიდან გაიგო და საკითხის დეტალებს გაარკვევს.

"ინტერპრესნიუსი"

Nikolozi
25 მაისი 2019 11:09
სირცხვილია, რომ აქამდე ვერ მოვაგვარეთ დავით გარეჯის ჩვენი სიწმინდის მეგობარი სახელმწიფოს მიერ გადმოცემის საკითხი. ის ხალხი, რომელიც ორივე მხარეს აფერხებს საკითხის მოგვარებას, არც საქართველის და არც აზერბაიჯანის პატრიოტია. საკითხი პრინციპულია და ჩვენი ურთიერთობების ინდიკატორს წარმოადგენს. ნუთუ არც ერთ ორგანიზაციას არ უნდა სახალხო დიპლომატიის გზით მოგვარება? ან არაფრისგამკეთებელი პოლიტიკოსებიდან საკითხის კულტურული ურთიერთობის დონეზე გადაყვანა?
gocha
24 მაისი 2019 21:26
,,ჩვენი'' მთავრობა ჩვენი მტერია შევარდნაძის სააკაშვილის და დღეს ივანაშვილის მთავრობა ასხვისებს ქართულ მიწებს

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?