რა ზიანი მიადგა ძლიერი ქარისა და წვიმის გამო სოფელ კაჭრეთს
24-05-2019
რა ზიანი მიადგა ძლიერი ქარისა და წვიმის გამო სოფელ კაჭრეთს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. მუნიციპალიტეტის მერის, ინფორმაციით, ქარმა და წვიმამ კაჭრეთის ზონა დააზიანა.

მისივე თქმით, სტიქიის ადგილას სპეციალური კომისია უკვე მიდის და ზარალს შეაფასებს.

"ცოტა ხნის წინ ძლიერი ქარი და წვიმა იყო სოფელ კაჭრეთში. სადაც საცხოვრებელ კორპუსს თუნუქის სახურავი გადახადა და ახლა სწორედ იქ მივდივართ, რომ ვითარებას ადგილზე გავეცნოთ.ს პეციალური კომისიაც ჩართულია და ზარალს შეაფასებენ. ამ ეტაპზე სხვა დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, -
განაცხადა,მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?