საქართველოში მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისიდან 60 კილომეტრის დაშორებით, დმანისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერე 3.6. მაგნიტუდა იყო.

"20:30 წუთზე მიწისძვრა მოხდა დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან. მისი სიძლიერე 3.6. მაგნიტუდა იყო", - განაცხადეს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში.

"ინტერპრესნიუსი"