"მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს" - რას ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე - კვირის პალიტრა

"მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს" - რას ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე

მოლოდინები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქის" გვერდზე წერს. დეკანოზის ინფორმაციით, დამატებულია მძიმე ტექნიკაც, რომელიც გზის გაყვანაზე დილიდან მუშაობს.

"შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით გარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

"ინტერპრესნიუსი"