ქუთაისში ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა - კვირის პალიტრა

ქუთაისში ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აღმაშენებლის გამზირზე ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა. აალებული ავტომობილიდან მჯდომი სამი პირის გადმოყვანა და ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივებმა მოახერხეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე საპატრულო პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"