თბილისში 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თბილისში 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხობს.

იხილეთ ასევე: "კივილის ხმაზე გამოვედით და ვნახეთ, ბავშვი იყო გადმოვარდნილი... დედა ტიროდა"

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო